LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი

179
OlPEAX3pTevEXHhc9R4f-04-8316b9b56e7e17cf3cd8e8936504afce-image

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი.

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია ამოქმედდებოდა. შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს დახვდათ მასობრივი გასართობი ღონისძიება, რაც დადგენილებითაა აკრძალული. ამის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სანქცია გატარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, ასევე, ობიექტი დაილუქა“, – აცხადებს მაია მიქაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g