LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს დღესდღეობით ბინები თბილისში?

2449
715X400

თბილისს ყოველწლიურად ათობით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი ემატება, ყველა ახალი ნაგებობა ძველზე უკეთესი და გამორჩეულია. დეველოპერები ცდილობენ, უფრო და უფრო მეტად კომფორტული, მოსახერხებელი სახლები შესთავაზონ მომხმარებლებს. შესაბამისად, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს არამხოლოდ ახალაშენებულ კორპუსებს, ასევე მეორეულ საცხოვრებლებსა და ჯერ კიდევ დაუსრულებელ, მშენებარე პროექტებს.

თბილისში ბინის ფასი ბევრ სხვადასხვა საკითხზეა დამოკიდებული. ლოკაცია, კომფორტი, მშენებლობის ხარისხი ენერგოეფექტურობა, მრავალფუნქციურობა ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რაც ფასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

თუ არჩევანს საცხოვრებელ კომპლექსზე შეაჩერებთ, რომელიც უზრუნველყოფილია სპორტული დარბაზით, კამერებით, დაცვით, სპეციალურად გამოყოფილი საპარინკგე სივრცით, რეკრეაციული ზონით, აუზით და.ა.შ. მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ  კომფორტში ცოტა მეტი თანხა გადაიხადოთ.

XXI საუკუნეში, როცა სამშენებლო მასალები და ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ შენობა იყოს ენერგოეფექტური და კომუნალური გადასახადები მინიმუმ 40%-ით შეამციროთ, არ უნდა დაზოგოთ თანხა ასეთი ბინის შეძენისას. ბუნებრივია, ეს ფაქტორი ახდენს გავლენას ფასზე, მაგრამ  ნამდვილად ღირს ერთხელ გადაიხადოთ მეტი და  მომავალში  დაზოგოთ კომუნალური გადასახადები.

ბინის ფასები სხვადასხვა უბანში განსხვავებულია, მაგალითად, ვაკეში, ბაგებში საბურთალოზე უფრო მაღალია, ვიდრე გარეუბნებში, თემქაზე, გლდანში, ვარკეთილში და.ა.შ. ლოკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მსაზღვრელია უძრავი ქონების ფასის დადგენისას.

ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ფასები კვადრატულ მეტრზე სხვადასხვა უბანში, ასეთ შედეგს მივიღებთ – პრემიუმ კლასის ბინების ფასები თბილისის ძველ, ან ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა: ავლაბარი, მთაწმინდა, ვაკე კვადრატულზე 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, შედარებით ბიუჯეტური ბინის ერთი კვადრატის ღირებულება იმავე ლოკაციაზე – 2500 – 3500 ლარია. დიდ დიღომში ახალ აშენებულ კორპუსში, კვადრატულის ფასი 2000 – 3000 ლარამდე მოიაზრება, ხოლო ძველ აშენებულში 1500 – 2300 ლარში მერყეობს, ორთაჭალა -კრწანისში ახალაშენებულ კორპუსში კვადრატულის ფასი საშუალოდ 3200 – 4200 ფასია, ძველ აშენებულ სახლებში 2100 – 3100 ლარია.  გლდანში ახალაშენებულ კორპუსში კვადრატულს 2300 – 2900 ლარად შეიძენთ, ძველში 1900-2500 ლარში.

როგორ მოვძებნოთ ბინები თბილისში?

თბილისში და არამარტო აქ, ბინის მოძებნის საუკეთესო გზა უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge გახლავთ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ თითქმის ყველა დეველოპერული კომპანიის შეთავაზებას, მიმდინარე თუ უკვე დასრულებულ პროექტებს. ამასთან, არეაზე სისტემატურად ახლდება მეორეული ბინების განცხადებებიც. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არეაზე ხელის გულზეა გაშლილი გასაყიდი ქონების ფართო არჩევანი.

განცხადებები სრული სიზუსტით აღწერს გასაყიდ ქონებას, არეას გუნდის მთავარი უპირატესობაა მომხმარებელს მიაწოდოს ობიექტური, სრული და ზუსტი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ. სწორედ ამიტომ, ისინი მუდმივად მუშაობენ იმისთვის, რომ განაახლონ, საჭიროების შემთხვევაში მფლობელთან კონსულტაციით ჩაასწორონ და სრულყოფილი სახით წარმოადგინონ ნებისმიერი ქონება.

საიტზე ჩაშენებული ძიების ფუნქციონალი საუკეთესოა, იმისთვის რომ მოკლე დროში იპოვოთ სასურველი ქონება. მონიშნეთ ლოკაცია, ფართი, სართული და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, არეა კი თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ განცხადებების ერთობლიობას წარმოგიდგენთ.

მოძებნე ბინა თბილისში Area.ge-ს დახმარებით და მიიღე უძრავი ქონების ყიდვის საუკეთესო გამოცდილება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g