დიდი ბრიტანეთის Post Office -მა იმ ევროპული ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც სასმელი ყველაზე იაფი ღირს. სიაში მოხვა ალკოჰოლის შემცველი სხვადასხვა სახის სასმელი, მათ შორის ლუდი, შამპანიური, მარტინი და სხვ.
პირველი ადგილი პრაღამ დაიკავა. აღმოჩნდა, რომ პრაღაში სასმელის ნაკრები დაახლოებით 37 ევრო ღირს, მეორე ადგილს ბუდაპეშტი იკავებს, სადაც ალკოჰოლური სასმელების ნაკრები 39 ევრო ჯდება. მესამე ადგილზეა კრაკოვი (44 ევრო). რიგაში ალკოჰოლური სასმელების ნაკრები 65 ევრო დაჯდება, ტალინში კი – 69 ევრო.
ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი, ალკოჰოლური სასმელების კუთხით მარბელია. 12 პორცია აქ 94 ევრო ჯდება. ხოლო შამპანიური – 63 ევრო. დუბლინში კი ყველაზე ძვირადღირებული ლუდი იყიდება.