Facebook-მა თქვენ შესახებ ბევრი რამ იცის. ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებთ, შესაძლოა ცუდი მიზნით გამოიყენონ. შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა სახის ინფორმაცია არ უნდა გავასაჯაროოთ.
ინტერესები : Facebook-ი თქვენ მიერ მითითებული ინტერესების მიხედვით არჩევს რეკლამებს. აღნიშნული სარეკლამო პოსტები შესაძლოა მომაბეზრებელიც იყოს. ამიტომ, თუ გსურთ დაისვენოთ სხვადასცვა ტიპის სარეკლამო პოსტებისგან, წაშალეთ ინტერესის ველში მითითებული მონაცემები.
დაბადების დღე: დაბადების თარიღის მითითება ჩვეულებრივი ამბავია. გვსიამოვნებს, როცა დაბადების დღეს გვილოცავენ მეგობრები და ათასგვარ მისალოც სიტყვებს გვიწერენ კედელზე. ამის პარალელურად, ამ ინფორმაციის მითითება საზიანოა. თქვენი დაბადების თარიღის მითითებით საბანკო ანგარიშებსა თუ პირად მონაცემებზე ხელმისაწვდომობის შანსები იზრდება.
სახლის მისამართი: ალბათ უცნობ ადამიანს სახლის მისამართს არ უმხელთ, თუმცა ამ ინფორმაციას ჩვეულებრივ წერთ Facebook-ზე. სასურველია მსგავსი ინფორმაცია საჯარო არ გახადოთ, ამით თქვენს უსაფრთხოებას დაიცავთ.
