გულძმარვა და მისგან გამოწვეული დისკომფორტი – კუჭ-ნაწლავის პრობლემების შესახებ გადაცემაში Medguide-მედგიდი, გასტროენტეროლოგმა გიგა სორდიამ ისაუბრა. ექიმი ამბობს, რომ ეს დაავადება მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს:
„გულძმარვა-ეს დაავადება ყოველ მესამე ადამიანს აქვს მსოფლიოში, უბრალოდ ზოგს უფრო გამოხატული აქვს, ზოგს კი ნაკლებად გამოხატული.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატო ვლინდება ასე მარტივად?- იმიტომ, რომ საყლაპავის ლორწოვანს არ აქვს დაცვა კუჭის მჟავე შიგთავსთან, ანუ ის მჟავე შიგთავსი, რაც გვაქვს და რაც კუჭის გაღიზიანებას არ იწვევს, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად იწვევს საყლაპავის გაღიზიანებას, ამიტომ უკუპერესტალტიკა როცა მოხდება, ის გამოიწვევს კლინიკურ სიმპტომებს…“ – ამბობს ექიმი.
გადაცემა ვრცლად ![]()
