უძილობა ხშირად გამოწვეულია სამედიცინო პრობლემიდან. მაგალითად, ყურის ინფექცია, რომელიც მწვავე სამედიცინო პრობლემაა, აბრკოლებს ჩაძინებას და ხელს უწყობს ღამით გაღვიძებას. მარტა ქარუმიძის გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თამარ ბიწაძე.
რამდენად გავრცელებულია ძილის პრობლემები?
მას შემდეგ, რაც გამოირიცხება სამედიცინო პრობლემები, ფსიქოლოგები მუშაობას იწყებენ უშუალოდ ამ ქცევის შეფასებაზე. ბავშვის ძილის ქცევის შეფასებისთვის არსებობს სხვადასხვა პროცედურა. დღეის მონაცემებით, ძილის დარღვევები დაახლოებით 35-50% – ს აღენიშნება. ძილის ხანგრძლივობა ჩვილობიდან მოზარდობამდე ნელ-ნელა, ეტაპობრივად მცირდება.
კარგ ძილში იგულისხმება:
– დროული ჩაძინება;
– ღამის განმავლობაში უწყვეტი ძილი;
– დილით ადვილად გაღვიძება;
– დღის მანძილზე ენერგიულად ყოფნა (არ ეძინებოდეს).
რა უშლის ხელს დაძინებას?
აუცილებელია ოთახში არ იყოს: ტელევიზორი, ტელეფონი და სხვა მსგავსი სახის ტექნიკა, რამაც შესაძლოა მშვიდად ჩაძინებაში ხელი შეუშალოს ბავშვს. ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ძილი 2-3 წლის ასაკიდან, სასურველია ჰქონდეს ცალკე ოთახი და კუთხე, სადაც მშობლისგან დამოუკიდებლად შეძლებს დაძინებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეულმა წევრმა მკაცრად დაიცვას ძილთან დაკავშირებით ბავშვის თანდასწრებით პოზიცია.
რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი ძილი?
ძილს აქვს აღმდგენითი ფუნქცია და მის გარეშე ბავშვები არიან :
– გაღიზიანებულები;
– უფრო აღგზნებულნი;
– უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია;
– ნაკლებად მიჰყვებიან ინსტრუქციებს;
– ნაკლებია აკადემიურ აქტივობებში ეფექტურად ჩართულობის ხარისხი;
– მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ;
– ძილის პრობლემები ექმნება ასევე მშობლებს;
– ჩნდება პრობლემები მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის.
ხშირად ვხვდებით მშობლებს, რომლებიც არიან დეპრესიაში, აქვთ შფოთვის მაღალი დონე, არ რეაგირებენ ადეკვატურად. ძილის დეპრივაცია არაა მხოლოდ უძილობა დღე-ღამის განმავლობაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ სძინავს უწყვეტი ძილით 3-4 საათის განმავლობაში. შედეგად, მშობელი არის გაღიზიანებული და აგრესიული, და როგორც წესი აგრესია მიმართულია იმ ობიექტისკენ, რომელიც არ აძლევს ძილის საშუალებას, ამ შემთხვევაში ბავშვისკენ. ეს აგრესია რთულად კონტროლდება, ან საერთოდ ვერ ხდება მისი კონტროლირება.

ბავშვებში ტიპური ძილი განისაზღვრება შემდეგნაირად:
• დაძინების დრო(რომელ საათზე იძინებს?);
• ჩაძინების დრო (რამდენ ხანში იძინებს?);
• ძილის ხანგრძლივობა (რამდენ ხანს სძინავს? );
• ღამით გაღვიძების სიხშირე/ხანგრძლივობა(რამდენჯერ იღვიძებს).
მას შემდეგ რაც დავრწმუნდებით, რომ ბავშვის ძილის პრობლემები დაკავშირებულია ქცევით დარღვევებთან, იგეგმება ქცევითი ჩარევა, რომელიც ხორციელდება მშობლის მიერ პროფესიონალის რეკომენდაციების საფუძველზე.
რას ნიშნავს ძილის რუტინა?
მშობლებმა (სპეციალისტის დახმარებით), სანამ ამ რთულ საქმეს შეუდგებიან, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რამ:
• შეარჩიეთ სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილზე;
• ჩარევა დაიწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ გაქვთ ამისთვის საკმარისი დრო და ენერგია.
• ჩარევას იწყებთ მცირე ცვლილებებით და თანდათან გადადიხართ მომდევნო ეტაპებზე.
• იყავით მომთმენები. თქვენ შეიძლება 2 კვირაც კი დაგჭირდეთ იმისათვის, რომ მცირედი შედეგი მაინც დაინახოთ.
• შეიმუშავეთ დაძინების სათანადო დრო.
• დაიწყეთ ძილის რიტუალის შესრულება დაძინებამდე 15-30 წუთით ადრე. ეს რუტინა არ უნდა გრძელდებოდეს 1 საათზე მეტ ხანს.
• აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ დაახლოებით როდის იძინებს ბავშვი და დასაძინებლად შეიყვანოთ დაახლოებით 30 წუთით ადრე.
• უთხარით თქვენს შვილს როდის იწყება დაძინების პერიოდი.
• ეს აქტივობები უნდა შესრულდეს იმ ოთახში, რომელშიც ბავშვმა უნდა დაიძინოს.
ასაკის მიხედვით დღე -ღამის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობა:

გადაცემის აუდიოჩანაწერი