LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იყიდება ქართული მოსკოვში

498
214461237

დიდი რუსეთის დიდ დედაქალაქში ბოლო პერიოდში გახშირდა ქართული მაღაზიების და უფრო კონკრეტულად, ქართულ სამზარეულოდ წოდებული სავაჭრო ცენტრების გახსნა. მთლად ყოველ ნაბიჯზეო ვერ ვიტყვით, მაგრამ ყველა უბანში რომ შეძლებთ ასეთი მაღაზიის ნახვას, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. არის შემთხვევები, როდესაც ქართული იარლიყის მიღმა ხან აზერბაიჯანული მზარეული იმალება და ხანაც სომეხი მზარეულები აცხობენ ხაჭაპურს, მაგრამ, ფაქტი ის, რომ იქ ქართული სუნი მაინც ტრიალებს, ეს უდავოა.

 

ე.წ.ილიას გზატკეცილთანაც მაღაზია „Азбука вкуса“-ს გვერდით რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ქართული ნაწარმისა და კულინარიის მაღაზია, რომელსაც როგორც თვითონ აღნიშნავენ, უამრავი მომხმარებელი ჰყავს. მფლობელიც და გამყიდველებიც ქართველები არიან. ყიდიან ქართული ყველის ნაირსახეობას, აჯიკას, ტყემალს, ქართულ ტრადიციულ საჭმელებს და კიდევ უფრო ცნობადობისთვის, მაღაზიაშივე გახსნილი აქვთ თონე. მცხობელი ქართველია და ქართული ოსტატობით გავარვარებული თონის კედლებზე ცომს რომ აკრავს, რუსი მყიდველები ემოციებს ვერ მალავენ. ზოგი ფოტოს უღებს, ზოგი ვიდეოს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ეს ალბათ ის კატეგორიაა, ვისაც ეს უკვე რამდენჯერმე აქვს ნანახი.

ძირითადად იყიდება და საკმაოდ დიდი ოდენობით, ქართული მწვანილი, საწებელი, ყველი და შოთის პურები. სულ სხვა თემაა სასმელები.

რუსების დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ, ცნობილი ფაქტია და განსაკუთრებით ქართული ღვინის და მინერალური სასმელების მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნაა.

ისეთი დიდი მაღაზიების ქსელი, როგორიც არის „მეტრო“, „დიქსი“, „გორგი 10“ და ასე შემდეგ, დახლებზე იხილავთ ქართულ სასმელებს ქართული წარწერით.

ფოტოები, რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა მოსკოვიდან მოგვაწოდა, სწორედ ასეთ მაღაზიებშია გადაღებული, თუმცა როგორც გვითხრა, ობიექტის შეგნით ფოტო და ვიდეო გადაღებები აკრძალულია, ხოლო ის სურათები, რომელიც გამოგვიგზავნა, ჩუმად გადაიღო.

 

არის კიდევ ერთი სიახლეც, თუ მოსკოვში ხართ და რუსულად კითხვა ჯერ კიდევ გიჭირთ, ვიდრე საუბარი, არა უშავს. მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად შესულზე არ დაგჭირდებათ გამყიდველის შეწუხება, რადგან არის პროდუქტები, რომლებსაც ქართული ანოტაცია მოჰყვებათ.

რაც შეეხება მინერალურ წყალს „ბორჯომი“, ექსპორტის თვალსაზრისით, მას დიდი ხანია არანაირი შეზღუდვა არ შეხებია, რადგან ისედაც რუსული კომპანიის საკუთრებაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g