LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა იყო ის, რაც არ უკადრია დღემდე?  – ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

211
Capture

სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და, მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე, მის სისუსტეზე ალაპარაკდა.

“არ ვიცი, მას[სალომე ზურაბიშვილს] შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს – ეს ვიღაც, “ნაცმოძრაობა” ან მისი პატრონი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა – რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას.

პრეზიდენტი: „არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად“

„იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს? – ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებას აღწევს“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g