LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინება?

72

მიუხედავად იმისა, რომ ჯოლი და პიტი შეთანხმდნენ, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე განქორწინების დეტალებს გაასაიდუმლობენ, ეს პროცესი როგორც ჩანს, დაახლოებით ერთი წელი კიდევ არ დასრულდება.

ამჯერად ცნობილი გახდა თანხა, რაც ვარსკვლავურ წყვილს ეს ყველაფერი უჯდება. პირადი ადვოკატების ხარჯის – საათში 1250 დოლარი ლენს შპიგელის (პიტის ადვოკატი) და ლორა ვასერის (ჯოლის ადვოკატი) გარდა, ყოფილი მეუღლეები  მოსამართლე ჯონ ოდერკირკს მომსახურებაში საათში 450 დოლარს უხდიან. საბოლოო ჯამში, განქორწინების პროცესის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ დოლარს მიაღწევს.

რაც შეეხება ბავშვებზე მეურვეობის საკითხს, ექსპერტის თქმით, ჯოლიც და პიტიც ამ საკითხში თანაბრად არიან. „კანონი მთლიანად პიტის მხარეს არის. ანჯელინას არ აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, რა დღეებში უნდა ნახოს ბრედმა ბავშვები და რა დღეებში- ვერა. მას არ შეუძლია ხან ნება დართოს და ხან აუკრძალოს მას შვილების ნახვა. ორივეს თანაბარი უფლება აქვთ“, – განმარტა ექსპერტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g