LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა კარანტინი, რის კარანტინი… შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და შემიცვალოთ სქესი…”- ლევან რატიანი კლინიკის ექიმის დაინფიცირებაზე

458
levan-ratiani-w-h

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კლინიკაში კარანტინის გამოცხადებასთან დაავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ახადებს, რომ აღნიშნულ რეჟიმში კლინიკა უკვე 11 მარტიდან მუშაობს.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციაც, რომელსაც ცალკეული მედიასაშუალები ავრცელებენ, სიცრუეა.

“11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ? არ ვიცი, ვინ რა დაწერა, შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი? რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული,”- ამბობს რატიანი.

შეგახსნეებთ, მედიაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ თითქოს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა და კლინიკაში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.

“რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა” – ლევან რატიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g