LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირი აქვს პაატა გულიაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან

3544
PAAT TAM

პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა მედიასთან ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე შოთიკო ჭაბაშვილზე ისაუბრა.

თეონა აცხადებს, რომ შოთიკო ოჯახს ეხმარებოდა და მისი წყალობით მოხდა აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის თამარის საქმის გამოძიებაში დახმარების თხოვნა. გარდა ამისა, შოთიკო ჩართული იყო ოჯახის მიერ დაანონსებულ ყველა აქციასა და ღონისძიებაში. თეონა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შოთიკოს ვარკეთილში დახვდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას მობილური წაართვეს. 

თეონა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა შოთიკო ოჯახს აღარ შეხმიანებია, მაგრამ იცის, რომ მობილური ვერ დაიბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ისეთი პოლიტიკოსი ახლობელი, როგორიცაა გურამ მაჭარაშვილი და მსახიობი პაატა გულიაშვილი. 

თეონას ეჭვს უჩენს,  ის ფაქტი, რომ ასეთი პრობლემის დროს არც ერთი არ მიეხმარა.

თამაზაშვილი მომხდარს ჭაბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ შოთიკო ჭაბაშვილს მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარება.

პაატა გულიაშვილი კი აცხადებს, რომ შოთიკო ჭაბაშვილი მისი მამიდაშვილისშვილია. მისი მამიდაშვილი 3 წელია გარდაცვლილია და შოთიკო კი სამი წელია, არც უნახავს.

მსახიობი ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი და დასძენს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g