ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა დაშორების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს, თუმცა ამ დრომდე ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთად ისვენებენ და ბავშვებსაც ერთად ზრდიან. მათ შესახებ უამრავ ჭორს გაიგებთ – თითქოს მათ შეაჩერეს გაყრის პროცესი, ანდა – ჯენი ორსულად არის…
როგორც იქნა, ინფორმაციას თავად გარნერმა უპასუხა. მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბენთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს.
„ჩვენ არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ და ერთად უკეთესად ვზრდით ბავშვებს. ასეთი თანამედროვე ოჯახი ვართ,“ – აღნიშნა ჯენიფერმა.
მისი თქმით, აფლეკისთვის ბავშვები ყოველთვის პირველ ადგილზე არიან.