უკვე მეხუთე დღეა, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პარალელურად „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მილებს ცვლის.
გადათხრილია ქუჩის ერთი მიმართულება. ავტომობილებს მოძრაობა ჟვანიას მოედნიდან გმირთა მოედნისკენ შეუძლიათ.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერის დასაწყისამდე გასტანს.