LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ

151
რა ლამაზი ოჯახია პრინცი უილიამი და მისი და ქეითის სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ

სამეფო საშობაო კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კონცერტი „ერთად შობას“, რომელიც პრინცესა ქეითმა 2021 წელს წამოიწყო. ღონისძიება უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ყოველ წელს ქეთრინი გულშემატკივრებს თავისი ლამაზი გარეგნობით აღაფრთოვანებს და შვილები, პრინცი ჯორჯი, პრინცი ლუი და პრინცესა შარლოტა კონცერტებზეც დაჰყავს.

„ჯენი პეკჰამის“ ბრჭყვიალა კაბა და დიადემა ბრილიანტებით – ქეით მიდლტონი საშობაო ბანკეტზე

ოჯახი ღონისძიებაზე პრინც უილიამთან ერთად მივიდა. წყვილის სამ შვილს ლურჯი ტანსაცმელი ეცვა, თუმცა, ბიჭებმაც შეავსეს თავიანთი იმიჯი მწვანე ჰალსტუხებით, რაც დედის სტილს იმეორებდა. ათი წლის პრინცესა შარლოტას ლურჯი ატლასის კაბა და მოკლე მოსაცმელი ეცვა, რომელსაც კოლჰოტები და ლამაზი ფეხსაცმელი უხდებოდა. კაბას ფართო თეთრი, ფრიალა საყელო ჰქონდა. შარლოტას თმა უკან იყო აწეული და დიდი შავი ბაფთით იყო შეკრული. უელსის პრინცესამ თავად აირჩია ღონისძიებისთვის „ქეთრინ უოლკერის“ ბრენდის ზურმუხტისფერი პალტო, რომელიც მანამდეც არაერთხელ ეცვა.

„მე ახ­ლა­ხან მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, უბ­რა­ლოდ მინ­და, ჩა­გე­ხუ­ტოთ“ – კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეისა და ქეით მიდლტონის ემოციური შეხვედრა

ქეით მიდლტონი ზურმუხტისფერ ხავერდის კაბაში, მბზინავ კლატჩითა და „კარტიეს“ ბრილიანტებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g