საფრანგეთს ევროზე უარის თქმა მინიმუმ 103 მილიარდი დაუჯდება. ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ რამხელა იქნება ქვეყნის მატერიალური ზარალი, თუკი ის ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლე პენის იდეას განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დირექტორმა ევროზონის დატოვება 30 მილიარდად შეაფასა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ციფრი ძალიანაა შემცირებული.
ეკონომიკური გამოცემის „Challenges”-ის ინფორმაციით, საერთო ვალუტაზე უარის თქმა ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და ქვეყანას მართლაც ბევრ პრობლემას მოუტანს. პირველ რიგში, ეს შეეხება სახელმწიფო ვალს, რომელიც მინიმუმ 13 მილიარდით გაიზრდება.