უკვე რამდენიმე თვეა National Geographic საქართველო მუშაობს სტატიაზე, რომლის გამოქვეყნება შემოდგომის ერთ-ერთ ნომერში იგეგმებოდა. სტატიის მთავარი თემა ბორჯომის ხეობის ტყე იყო და მათ მიზანს წარმოადგენდა, გაეანალიზებინათ, თუ რა პროცესები მოსდევს ტყის მასიურ გადაწვას, რა ემართება ბიომრავალფეროვნებას და როგორ ხდება ტყის რეგენერაცია.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაწყებული ტრაგედიის გამო, ჯგუფმა გადაწყვიტა, სტატიის მოკლე ვერსია ვებგვერდის საშუალებით შემოგთავაზოთ – ჟურნალში გამოქვეყნებამდე მასში ბევრი რამე შეიცვლება და 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიასთან ერთად, 2017 წლის აგვისტოს ხანძრის გაანალიზებაც იქნება.
რა ხდება, როცა ტყე იწვის? ასობით და ათასობით კვადრატული მეტრი ბუნებრივი ტყით დაფარული ფართობი რამდენიმე დღეში ნადგურდება? სად მიდიან გადარჩენილი ფრინველები, ციყვები, ირმები, მგლები თუ სხვა ტყის ბინადრები? როგორ იწყებენ ახალ ცხოვრებას?
ამ და სხვა საკითხებზე National Geographic-ის სტატიის ხილვა შეგიძიათ ბმულზე