LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

120
საქართველო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

„გასტრონომიული მეგზური საქართველოში – ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და რესტორნები“ – გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა საქართველოს შესახებ ამ სათაურით ონლაინ პლატფორმაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აღწერს.

სტატიის მეშვეობით მკითხველი ეცნობა კახეთს, ქვევრში ღვინის დაყენების წესს, რაჭას და ადგილობრივ მეღვინეებს, მესხეთსა და მესხურ კერძებს, ქუთაისს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ასევე, შავი ზღვის სანაპიროსა და ბათუმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები