პარლამენტის წინ, პირველი სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე “ზებრა” გამოჩნდა და საკუთარი მოთხოვნების შესახებ “ფორტუნასთან” კომენტარი გააკეთა.
“90 ჩემნაირი ზებრა “აირჩია” ქართველმა ხალხმა. ამიერიდან, ეს პარლამენტი არის არა მრავალპარტიული, დემოკრატიული, კანონების შემქნელი სტუქტურა, რომელმაც უნდა განავითაროს ქვეყანა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ზებრების ფერმა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც დღეს, რომ დავესწრო სხდომას, გავხსნათ პარლამენტი და მივიღო კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, ისევე როგორც ამას გააკეთებენ პარლამენტში მყოფი სხვა ზებრები. თუმცა, პოლიცია არ მიშვებს, როგორც ჩანს ტექნიკური პრობლემაა, მაგრამ არაუშავს, ჩემი “ძმა” თალაკვაძე ჩამიწყობს საქმეს!”.
“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან
პარლამენტში უკვე იკრიბებიან ქართული ოცნების დეპუტატები: შალვა ნათელაშვილი