LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მშვენიერი იყავი და რა გაუკეთე საკუთარ თავს!“ – 22 წლის ჯენა ორტეგას ტრანსფორმაცია

2489
page

გასულ კვირას, ლონდონში, ტიმ ბარტონის სერიალის, „უენსდეის“ მეორე სეზონის მსოფლიო პრემიერა შედგა. ვესტმინსტერის ცენტრალურ დარბაზში სრული სამსახიობო „ქასთი“ გახლდათ შეკრებილი, თუმცა, ყველას მზერა ფილმის მთავარი გმირისკენ, ჯენა ორტეგასკენ იყო მიმართული. მას საოცრად ლამაზი, „აში სტუდიოს“ „ცვილისფერი“ კაბა ამშვენებდა.

ჯენა ორტეგა ცვილისფერ გამჭვირვალე კაბაში, კეტრინ ზეტა-ჯონსი კი, „სტეფან როლანის“ შავ ანსამბლში „უენსდეის“ პრემიერაზე

მედიაში გავრცელებულ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფაქტია, ჯენა ბოლო პერიოდში ძალიანა არის შეცვლილი. ინტერნეტსივრცეში არ წყდება მისი ვიზუალის განხილვა. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ 22 წლის მსახიობმა სახის ოვალის კორექცია გაიკეთა და ფილერის საშუალებით ყბები გამოიკვეთა.

„რა მშვენიერი იყავი და რა გაუკეთე საკუთარ თავს!“, „ცოტა ზედმეტი ყბა ხომ არ მოუვიდა ექიმს?“, „შემზარავად გამოიყურება“, „დაგვიბრუნეთ ძველი ჯენა“, – არ წყდება კომენტარები.

კეტრინ ზეტა-ჯონსი Rasario-ს 1835 ევროიან შავ კაბაში გრაციოზულად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები