დათო გომართელი იტალიაში დიპლომატიური საქმიანობით არის დაკავებული და დიდ დროს სწორედ ამ ქვეყანაში ატარებს, თავის მეორე მეუღლესთან ერთად.
როგორც მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს:
„მეორე მეუღლე იტალიაში ჩემთან ერთად არის. მანაც სრულიად შეიცვალა საცხოვრებელი გარემო და ძალიან უჭირს. დილით სამსახურში რომ მივდივარ, მარტო რჩება სახლში და წარმოიდგინეთ, რა რთულია, რადგან იქ ბევრი მეგობარი და ახლობელი არ ჰყავს. თან, ცოტა ხნის წინ მეორე შვილიშვილი გაუჩნდა, რომელიც თბილისში ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და როცა მანდ ვართ, ძალიან ხშირად ნახულობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, სხვანაირად ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის ცდილობს, გვერდით მედგას და ანალოგიურად, მეც ყველანაირად ვცდილობ, მხარი დავუჭირო. ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებით, სხვანაირად არაფერი გამოგვივა…“