LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მუხლიცაა წაყენებული, სიგიჟეა… ხელოვანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება“ – კახა კინწურაშვილი სანდრო სულაბერიძეზე

611
Untitled design (2)

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წაყენებული მუხლი „სიგიჟეა“. მისი თქმით, „ხელოვანს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეს“.

„რა მუხლიცაა წაყენებული, სიგიჟეა… ხელოვანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება – მე მაღალი აზრის არ ვარ თანამდებობის ზოგიერთ პირზე და არც მათი დამოკიდებულება მომწონს ხელოვნების მიმართ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, კონკრეტული ადამიანის თუ სისტემის ხელი ურევია აქ. მთავარია, რომ მოვედი, რომ ხელი მოვაწერო ამ აბსურდული მუხლის გადაკვალიფიცირებას,“ – აცხადებს კახა კინწურაშვილი.

 

 

ხელოვანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება — კახა კინწურაშვილი სანდრო სულაბერიძეზე

„რა მუხლიცაა წაყენებული, სიგიჟეა… ხელოვანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება — მე მაღალი აზრის არ ვარ თანამდებობის ზოგიერთ პირზე და არც მათი დამოკიდებულება მომწონს ხელოვნების მიმართ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, კონკრეტული ადამიანის თუ სისტემის ხელი ურევია აქ. მთავარია, რომ მოვედი, რომ ხელი მოვაწერო ამ აბსურდული მუხლის გადაკვალიფიცირებას,“ — კახა კინწურაშვილი სანდრო სულაბერიძეზე

Posted by Formula • ფორმულა on Sunday, 12 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები