LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ნამუსით მაბრალებენ პოპულისტობას, აი ამაზე ჭკუა მეკეტება” – ალეკო ელისაშვილი

140
1928877966

“მე რა ნამუსით მაბრალებენ პოპულისტობას, აი, ამაზე ჭკუა მეკეტება”- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ვამბობ, რომ განათლებას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს არის ძალიან გრძელვადიანი და ისეთებს იძახიან, ბანკის პროცენტებს ანახევრებენ, ზეგ 600 000 სამუშაო ადგილს მაზეგ ქმნიან, აი, დეკემბრის ბოლოსკენ. არ ასლოკინებთ მაინც სირცხვილისგან, ეს ოხერი?

გადახედეთ, რას იძახიან, გადახედეთ, რა დაპირებები აქვთ, რომ, აი, ისეთ ქალაქებს ავაშენებთ და აი, კაშკაშა ინვესტორები ეხლა მელოდებიან და იმათთან მივალ, აქამდე რა უშლიდათ ხელს? სინამდვილეში, ჩვენ რომ სიღარიბე დავძლიოთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება განათლებას და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელა უნდა გავყვეთ, თუ გვინდა ინვესტორები მოვიზიდოთ, სასამართლო უნდა გავათავისუფლოთ, რაც არის გარანტი ინვესტიციების მოზიდვის.”- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g