LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის – მერიამ ტენდერი გამოაცხადა

132

თბილისის მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით საჯარო ბაღებში კვების უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. საერთო ჯამში, 171 ბაღის 60 ათასზე მეტი აღსაზრდელის კვებისთვის თბილისის მერია, დაახლოებით, 43 მილიონ ლარამდე დახარჯავს.

მერიას ტენდერი ორ ეტაპად აქვს გამოცხადებული  – 15 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრამდე, საერთო ჯამში 184 დღე და 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით (საზაფხულო ბაღები), სულ 22 დღე.

გარდა ამისა, ტენდერში თბილისი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღებად. მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების ჯამში 44 884 აღსაზრდელისთვის მერიას ტენდერში საწყის თანხად დასახელებული აქვს 31 218 508 ლარი, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღებში 15 979 აღსაზრდელის კვებას დაახლოებით 11 104 971 ლარი მოხმარდება. ამავე თანხაში საზაფხულო ბაღებში ჯამში 18 031 აღსაზრდელის კვების მომსახურებაცა გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში კვების უზრუნველსაყოფად დღემდე გამარჯვებული კომპანია ბაღებს საკვებით 22 დეკემბრის ჩათვლით ამარაგებს. ახალი კომპანია, კი რომელიც 21 დეკემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, ბაღების  საკვებით მომარაგებას 15 იანვრიდან დაიწყებს.

ზამთრის არდადეგები ბაღებში სწორედ 25 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g