LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა პარამეტრითაც არ უნდა შეხედო, გაუმართლებელია“ – თეო ხატიაშვილი „ლაგუნა ვერეს“ პროექტზე

197
BeFunky-collage (1)

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი თვლის, რომ „ლაგუნა ვერეს“ პროექტი მიუღებელია. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„კატეგორიულად გაუმართლებელია ამ ადგილას ამხელა შენობის ჩადგმა. ყოველწლიურად ხელიდან გვეცლება თბილისის ისტორიული სახე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მაღალ შენობებთან.

კალაძე - მესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია, მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მზადდება კარგი პროექტი და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას.

იქნება ეს ესთეტიკური, ურბანული კუთხით, არქტიტექტურა, ლოკაცია, კომპოზიციის შესაბამისობა გარემოსთან, თუნდაც კომერციული მიზნით, მეეჭვება რომ გამართლებული იყოს.

გრანდიოზული შენობების კომერციულად დატვირთვა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ეჭვის თვალით უყურებენ ინვესტორები, დასავლეთი.. ვფიქრობ საეჭვო პროექტია“, – განაცხადა თეო ხატიაშვილმა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ “ქართუ” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – რას ამბობს კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g