LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებს ვაწყდებით ყველაზე ხშირად ოჯახებში და რა საკითხები იკვეთება – მოკშა ფეიქარი

623
მოკშა-ფეიქარი

რა პრობლემებს ვაწყდებით ყველაზე ხშირად ოჯახებში და რა საკითხები იკვეთება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სისტემური განლაგების სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა მოკშა ფეიქარმა ისაუბრა.

„პრიორიტეტებია დარღვეული აწმყოს ოჯახსა და წარმომავლობით ოჯახს შორის. წარმომავლობითი ოჯახია მშობლები, და-ძმები. ხოლო აწმყოს ოჯახია, რომელსაც ქმნი – მეუღლე და შვილები. აწმყოს ოჯახი უნდა იყოს პრიორიტეტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმომავლობით ოჯახს პატივი არ უნდა ვცეთ, მაგრამ პირველი უნდა იყოს აწმყოს ოჯახი. შვილი შეიძლება სიმბიოზური იყოს და დედის გავლენა ჰქონდეს, ვერ ხვდებოდეს ამას და დედას ანიჭებდეს პრიორიტეტს, მეუღლის მხარეს არ იყოს, ეს სიტუაცია საბოლოო ჯამში დისჰარმონიას იწვევდეს. პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა შეგვეძლოს, არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეს პრიორიტეტები არეულია და დესტრუქციულია შექმნილი ოჯახებისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g