LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურების გავლა მოგიწევთ ერთჯერადი საშვის მისაღებად: ის, რაც დაგაინტერესებთ

2497
123763273-3056416054460373-3699664114078376360-o

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციისთვის წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა.
9 ნოემბრიდან შვიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში დაწესდა გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდერე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეები გადაადგილებას შეძლებენ ერთჯერადი დროებითი საშვის საშუალებით.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა პროცედურების გავლა მოუწევს მოქალაქეს, რომელსაც დასჭირდება საშვი და შეეცადა, მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი ყველა იმ სავარაუდო კითხვაზე, რომელიც საინტერესო იქნება:

რა პროცედურების გავლა მოუწევს მოქალაქეს, რომელსაც დასჭირდა ერთჯერადი დროებითი საშვი:

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით თქვენ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის მეშვეობით – საკონტაქტო ნომერია 144. თუ გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე დაგჭირდათ დროებითი საშვი, უნდა დარეკოთ ნომერზე – 144 1.

რა დრო დასჭირდება საშვის გაცემას:

საშვის მისაღებად საჭიროა მოქალაქემ ცხელ ხაზზე დარეკოს ერთი დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გადაადგილება სასწრაფოა, მოხდება საშვის მომენტალურად გამოწერა, ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება გადაუდებელი საჭიროება.

იქნება თუ არა საშვის გაცემა ლიმიტირებული ერთ კონკრეტულ ადამიანზე:

ლიმიტი შეზღუდულია. ერთი პიროვნება სისტემატურად, ყოველდღიურად ვერ გამოიყენებს საშვს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გააჩნია შემთხვევას.

როგორ გაკონტროლდება ტრანსპორტში მყოფი ადამიანების რაოდენობა, მათი გადაადგილების აუცილებლობა:

ჩაინიშნება იმ ადამიანების რაოდენობა და მონაცემები, რომლებიც გადაადგილდებიან ავტომობილით. დაფიქსირდება მძღოლის მონაცემები, ავტომანქანისა და ტელეფონის ნომერი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთქვევაში, ავტომატურად ხდება მონაცემებისა და ტრანსპორტში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის ჩანიშვნა.