LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებების პრემია 3 მლნ ლარამდე გავზარდოთ“ – მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისების სუბსიდირებასაც გეგმავს

193
მთავრობა 26 მარტის მატჩზე

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით.

ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22, 26 ივლის გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს.

ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას.

მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიაში, გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კონსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შესაძლებლობა ექნება სამი ათას გულშემატკივარს. დააზხლოებით ორი ათასი გულშემატივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო.

გულშემატკივარს ექნება საშუალება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს ბილეთები საკუთარ განრიგს. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძელებენ ამ ბილეთების შეძენას. ის მოქალაქები, რომლებსაც შეძენილია აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები