LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროგრამები მიმდინარეობს მსჯავრდადებულთა რესოციალიზაციისთვის – სახალხო პლატფორმა

411
ლაშა ბაბლიძე

რა პროგრამები მიმდინარეობს მსჯავრდადებულთა რესოციალიზაციისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ბაბლიძემ ისაუბრა.

რა არის ცენტრის მიზანი?

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიზანს წარმოადგენს მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით. ასევე, ცენტრის ერთ-ერთი ფუნქცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების შევსება-განახლებაა.

ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, ყოველწლიურად, დასაქმებულ და პროფესიულ კურსებში ჩართული მსჯავრდადებულების რაოდენობა იზრდება. N5, N8, N10 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით მიმდინარეობს დასაქმების სასოფლო-სამეურნეო პროექტები. ასევე, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო კომპანიასთან და არასამთავრობო სექტორთან პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმების კერების გაჩენის კუთხით.

რომელი პროექტები გამოირჩევა მსჯავრდადებულთა დასაქმების რაოდენობის კუთხით?

მსჯავრდადებულთა ინდივიდუალური დასაქმების რაოდენობის კუთხით გამოირჩევა პროექტი „რე-მარკეტი“(რესოციალიზაციის მარკეტი), სადაც მსჯავრდადებულებს აქვთ შესაძლებლობა მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია მოახდინონ.

აგრარული მიმართულებით გაშენდა ჟოლოს და მარწყვის ბაღები, მათ შორის პირველად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდადებულები არიან დასაქმებულები.

ასევე, წარმატებით მიმდინარეობს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის კურსები, სადაც უკვე 40-მდე მსჯავრდადებული გადამზადდა და ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ, რაც გათავისუფლების შემდეგ მათ შესაძლებლობას აძლევს მაღალი კლასის სასტუმროსა და რესტორნებში დასაქმდნენ.

ქალი მსჯავრდადებულებისთვის ასევე, ტარდება კერვის, ვიზაჟის, კერამიკული ნაწარმის დამზადება, სტილისტის სასწავლო კურსები და ყველა კურსის ბოლოს სერტიფიკატებს იღებენ.

magti 5g