LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს: კახა კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე

297
კალაძე - შანაე - მურსაკულოვი

„რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს“, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს, რითიც ეხმიანება ინფორმაციას, რომლის თანახმად ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდი მას მფარველობდა.

კალაძის განცხადებით, დაკავებულს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული, არ მუშაობს ქართულ ოცნებაში ახლა მხარდამჭერია, რომელიც ადრე ნიკა მელიას და გიორგი რურუას მხარდამჭერიც იყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება. თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ანა ნაცვლიშვილი: შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა

ადვოკატის განცხადებით, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს

ავსტრალიელი ქალის, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცნობილი ხდება შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები