LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ხდება შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

295
ბრუკი-შანაე

თბილისში, მთაწმინდის პარკში მოკლული ავსტრალიელი გოგოს, შანაე ბრუკის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 33 წლის მოქალაქე დააკავა.

მედიისთვის ცნობილი ხდება შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ავტრიელი პედაგოგის შანაი ბრუკის მკლელობაში ბრალდებული –  33 წლის თბი­ლი­სე­ლი რა­ფი­ელ მუ­სა­გა­ლო­ვია, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

მუ­სა­გა­ლო­ვი შა­ნაე ბრუ­კის მე­ზობ­ლად, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი ყაჩა­ღო­ბაა.  თავ­დამ­სხმე­ლი შა­ნაე ბრუკს “აი­ფონ-12“-ის წარ­თმე­ვას უპი­რებ­და, თუმ­ცა მი­ზანს ვერ მი­აღ­წია, რად­გან გო­გო­ნამ ის ქვე­მოთ, ხრამ­ში მო­ის­რო­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე და­ნით ხელი გა­იჭ­რა და ად­გილ­ზე მისი სის­ხლის კვა­ლი დარ­ჩა. სწო­რედ გე­ნე­ტი­კურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ და მისი ვი­ნა­ო­ბაც.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს მი­მალ­ვა არც უც­დია და ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დღეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავტსრიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელი დაკავებულია.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ის ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g