LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიკრიბებით იმ ბილიკზე, რომელიც მთაწმინდის პარკამდე მიდის” – ფემინისტთა ჯგუფი საქართველოში მოკლულ შანაე ბრუკს იხსენებს

131
1

საქართველოში მოკლული ტურისტი შანაე ბრუკი  კიდევ ერთხელ გაიხსენა ფემინისტთა ჯგუფმა საქართველოდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან.

ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლები შანაე ბრუკის ხსოვნის პატივსაცემად იმ ბილიკზე შეიკრიბნენ, რომელიც მთაწმინდის პარკამდე მიდის.

მათი განცხადებით, ქალებზე ძალადობა და ფემიციდი მწვავე პრობლემაა, რომელსაც საზოგადოების სათანადო ყურადღება სჭირდება.

ფემინისტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, გამოიძიონ შენაი ბრუკის მკვლელობის საქმე და ქალთა მიმართ ძალადობა აღკვეთონ. მათივე განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან გულგრილები და შენაის ვერ დაივიწყებენ:

“ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შანეი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ტყეში იპოვეს. ჩვენ, ფემინისტთა ჯგუფი საქართველოდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან, როგორც ბევრი საქართველოს მოქალაქე და უცხოელი, შეძრწუნებული ვართ მომხდარი ტრაგედიით. სამწუხაროდ ეს ფემიციდის პირველი შემთხვევა არ არის.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით შანეის ხსოვნის პატივსაცემად იმ ბილიკზე, რომელიც მთაწმინდის პარკამდე მიდის. ქალებზე ძალადობა, რომლის უკიდურესი გამოვლინება ფემიციდია, მწვავე პრობლემაა, რომელსაც საზოგადოების სათანადო ყურადღება სჭირდება. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას მათი მოვალეობა, გამოიძიონ შენაი ბრუკის მკვლელობის საქმე და აღკვეთონ ქალთა მიმართ ძალადობა.” – განაცხადეს ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა.

 

 

მათივე თქმით, ქალების მიმართ ძალადობის უპრეცედენტო ზრდამ COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ დააზარალა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები ქალი.

შანაე ბრუკის ხსოვნის პატივსცემად შეკრებილებმა ხალხური სიმღერა In the Pines შეასრულეს და მის ისტორიაზეც ისაუბრეს:

“ჩვენ მოგიწოდებთ მოქმედებისკენ, რათა ქალები დაცულნი იყვნენ თავიანთ სახლებში და საზოგადოებრივ ადგილებში!

ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილები და ვერ დავივიწყებთ შენაის. ნუ იქნებით გულგრილები. მოგიწოდებთ ყურადღებისკენ.

“In the Pines” ხალხური სიმღერაა, რომელიც სავარაუდოდ დაიბადა აფრიკელი ამერიკელების შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ აპალაჩის მთების გასწვრივ ან აღმოსავლეთით მე-20 საუკუნის დასაწყისში. აგრეთვე, ეს არის “მკვლელობის ბალადა”, ევროპული ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის ეპოქაში: როდესაც რაღაც საშინელი ძალადობის აქტი ხდებოდა, ის ჩაიწერებოდა და იბეჭდებოდა ქაღალდის დიდ ნაჭრებზე, ქუჩაში გასაყიდად. დროთა განმავლობაში, ზოგი მათგანი პოპულარული ხდებოდა და მას მუსიკა გაუჩნდებოდა. როდესაც ინგლისელებმა და შოტლანდიელებმა დაიწყეს ატლანტის ოკეანის გადაკვეთა, მათ ეს პრაქტიკა თან მოიტანეს.

მკვლელობის ბალადები უამრავ ტრაგიკულ შემთხვევაზე მოგვითხრობს, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ ის, რომ ეს ისტორიები მოგვითხრობენ ძირითადად ქალის მიერ წესების დარღვევის შესახებ: მან გააკეთა ის, რასაც საზოგადოება არასასურველად თვლის – მაგალითად, შეყვარებულს უღალატა, ან გარეთ დარჩა ძალიან გვიან, ან შეიძლება მან უბრალოდ მამაკაცის კეთილგანწყობაზე არ უპასუხა – და ეს საშინელი სიკვდილის ისტორია მოთხრობილია ჰარმონიით, ტკბილად, თითქმის ჩუმად, რაც მას მხოლოდ შემზარავის დონეს მატებს.” – განაცხადეს ფემინისტთა ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად სწორედ ეს სიმღერა შეასრულეს.

შეგახსენებთ, 31 წლის ავსტრალიელი შანაე ბრუკი თბილისში 30 ივლისს დაიკარგა და 31 ივლისს მისი ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები