LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საჭიროა ეს ტყუილი? რა ევაკუაცია?! თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე? თუ ბახვასავით უცხედროდ უნდა ეტირათ დედებს? – ხოფერია

1501
Untitled design (1)

“აზოვსტალის” ქარხნიდან “აზოვის” მებრძოლების ევაკუაციის პროცესს ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ეხმიანება.

როგორც ხოფერია წერს, ნაბრძოლი და მომაკვდავი უკრაინელი სამხედროები ტყვედ ბარდებიან:

“რა საჭიროა ეს ტყუილი? რა ევაკუაცია?! რა ოპერაცია?!
ვალმოხდილი, ნაბრძოლი, დაჭრილი, მომაკვდავი ბიჭები ტყვედ ბარდებიან.
ეს სამარცხვინოა? თუ თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე? თუ ბახვასავით უცხედროდ უნდა ეტირათ დედებს?

ვის წმენდთ სინდისს?… არესტოვიჩს თუ ზელენსკის?

რატომ უმძიმებთ ისედაც განადგურებულ ჯარისკაცებს სიცოცხლეს?
მებრძოლი ტყვეობაშიც მებრძოლია! გმირი ტყვეობაშიც გმირია!
მორჩით!!!…

200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში და ჩვენ იმასაც ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა იქ ბახვას ცხედარი.
მორჩით!!!!!!! მორჩით!!!!!!!!!
დაასრულეთ ეს ფეიკების და ტყუილების კასკადი!
ვინც მართლა იომა იმათ მაინც ეცით პატივი!
P.S.
დღეს, ზელენსკიმ, უკრაინის მთავარსარდალმა, კანის კინოფესტივალი გახსნა!
No comment………………………………………” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, თუ როგორ გამოდიან უკრაინელი სამხედროები “აზოვსტალის” ქარხნიდან და დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავთ. მათ რუსი სამხედროები ჩხრეკდნენ.

უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სამხედროები რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მოგვიანებით კი ტყვეების გაცვლის პროგრამით, სამშობლოში დაბრუნდებიან.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, “აზოვის” პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები