LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, “აზოვის” პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

192
Untitled design (2)

“რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს გენერალური პროკურატურის სარჩელს უკრაინის გასამხედროებული ნაციონალისტური ასოციაცია “აზოვის” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა

როგორც მედიასაშუალებები რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, “აზოვის” პოლკის “ტერორისტულ ორგანიზაციად” ცნობას რუსეთის უზენაესი სასამართლო მაისის ბოლოს განიხილავს.

ამასთან, განიხილება რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ.

“რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმე უკრაინის გასამხედროებული ნაციონალისტური ასოციაცია “აზოვის” (სხვა სახელწოდებები: აზოვის ბატალიონი, აზოვის პოლკი) ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობისა და ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ. რუსეთის ფედერაციის სასამართლო პროცესი 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე, რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაშია ჩანიშნული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსული მედია წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს ინფორმაცია ინტერფაქსს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის სარჩელი დახურულ რეჟიმში განიხილება.

შეგახსენებთ, დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს სურთ, მარიუპოლის მცველი “აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა აიკრძალოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმს დუმის თავდაცვის კომიტეტი მოამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები