LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხის წინ შეიძლება აღმოჩნდეთ გაცნობის საიტებზე დარეგისტრირებისას

82

სერიული მოძალადე ციხიდან ინტერნეტით გულისწორის გაცნობას ცდილობს. „ჩემი სიმაღლე 180 სანტიმეტრია, მაქვს ღია ყავისფერი თვალები…ვეძებ რომანტიკულ ქალებს, რომლებიც მზად არიან ნამდვილი სიყვარულისთვის“ – ეს რობერტ ტორესის პროფილზე გამოქვეყნებული წერილია, რომელიც ციხეში  განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის იხდის სასჯელს. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი 20 წლის წინ მედდა, ლორი ვილიამსი იყო, რომელმაც წლების შემდეგ გაცნობის საიტზე ეს განცხადება აღმოაჩინა.

„მე მინდა ვიცოდე, რას აკეთებს ის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, პატიმრობა აქვს მისჯილი, მაინც ვეძებ მასზე ინფორმაციებს, ასე ბევრად მშვიდად ვარ“ – აღნიშნა ვილიამსმა.

სტატუსის აღმოჩენის შემდეგ მან მიმართა პოლიციას, რათა  ტორესის პროფილი გაეუქმებინათ, თუმცა აღმოაჩინა, რომ ტეხასის პოლიციას ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან განცხადება გამოქვეყნებულია ინტერნეტ გვერდით, რომელზეც წვდომა არ აქვთ.

ვილიამსმა ასევე გაარკვია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს არ აქვთ შეხება ინტერნეტთან, ამ საიტზე განცხადების გამოქვეყნება წერილის გაგზავნითაც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ტორესს მისი წარსულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული. არც ის აქვს უწერია, რომ ამჟამად ციხეში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g