LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო ციხეებში პაემნები შეიზღუდა

109
prison-585a7f0c80138

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. კერძოდ, პატიმრებს შეუჩერდებათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის უფლება.

ასევე, გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

გარდა ამისა, სპეციალური პენიტენციური სამახურის განცხადებით, გარეთ გასვლის უფლება შეუჩერდებათ იმ პირებსაც, ვინც გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში იმყოფებიან და სწავლის ან/და მუშაობის გამო ტოვებდნენ მას.

მათივე თქმით, ამ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალმიყვანილი პატიმრები სხვა პირებისგან განცალკევებით განთავსდებიან.

კორონავირუსის გამო Ryanair-მა იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

 

პოპულალურები