LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა შეცდომებიც ჩვენ დაგვიშვია, მწარედ მოგვიტრიალდა – ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ სააკაშვილთან მიმართებით, თქვენც აუცილებლად მოგიბრუნდებათ!“ – კირკიტაძე უმრავლესობას

176
fot (4)

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ ხომ ყველაზე კარგად აცნობიერებთ, რომ ევროკავშირში არ ელოდებიან ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები, ევროკავშირში არ არიან ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით აკავებენ ყოფილ პრეზიდენტებს და დიახ, თქვენ პოლიტიკური მოტივით, პირადი ანგარიშსწორებით და შურისძიებით დაკავებული გყავთ მიხეილ სააკაშვილი, აბსურდული, სასაცილო ბრალით და არაერთხელ მოგიწოდეს გასულ კვირაში თქვენ, რომ ამ საკითხს მისდგომოდით უფრო სერიოზულად.

მაჭარაშვილი: შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ამ დარბაზში, ან საქართველოს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, როგორც წაადგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალება, მინდა შევახსენო ერთი რამ და ეს არის ბუნების კანონზომიერება – ეს დაგვემართა ჩვენ, დაემართა წინა ხელისუფლებასაც, იმის წინასაც, რომ რა შეცდომებიც დაგვიშვია, პირველ რიგში, ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული, ეს შეცდომა მოგვიტრიალდა ჩვენ ყველაზე მწარედ და ყველაზე მწარედ ვიწვნევთ ამის შედეგებს. ის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს მივმართავ, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ძალიან მწარედ!

ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ? იძახოს ენმ-მ, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია – ელისაშვილი 

თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g