LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება: პაატა იმნაძე

270
90500111-1632239553580609-5879192165250236416-o

დღეს ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს. ანტიბიოტიკის პრაქტიკულ გამოყენებას, 70 წლის ისტორია აქვს. ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია, წლების წინ ის საერთოდ არ არსებობდა და დაავადებები, რომლებიც დღეს ანტიბიოტიკების საშუალებით ადვილად მარცხდება, მაშინ სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ხშირად უკურნებლად მიიჩნეოდნენ.

“კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ შეიძლება. თუ არ არის სპეციალური ჩვენება – ბაქტერიული ინფექციის თანდართვა კოვიდინფექციქციაზე”, – განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მისი რჩევაა საზოგადოების მიმართ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა – ანტიბიოტიკები.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g