“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
კომპანიის ინფორმაციით, აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე შეძლებენ აქციაში ჩართვასა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობას.
”დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე – 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ”ფეისბუქით” და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებასა და დავალიანების ჩამოწერაში. სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში – ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში – ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10”, – ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.