LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ჩამოაჭრის GWP მომხმარებელს დავალიანებას?

192

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

კომპანიის  ინფორმაციით, აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად,  ოფისში მისვლის გარეშე შეძლებენ  აქციაში ჩართვასა  და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობას.

”დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ცხელ ხაზზე – 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ”ფეისბუქით” და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს  აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებასა და დავალიანების ჩამოწერაში. სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  – ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში –  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10”, – ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.