LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სილამაზეა ეს ტბა“ – თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად დასვენების კადრებს გვიზიარებს

1376
fot (1)

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც. ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე დავით ანთელიძეა, რომელზედაც 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ტელეწამყვანს ბედნიერი ოჯახი აქვს. თიკას  ბიჭები ჰყავს, მათ შორის ანდრო ანთელიძე უფროსია.

ანდრო რამდენიმე დღის წინ 23 წლის გახდა. თიკამ შვილს იუბილე ემოციური პოსტით მიულოცა.

ფოტო: „ჩემი სიმბა 23 წლისაა, უკვე ლომად ტრანსფორმირდა.. ჩემი ზურგია, ჩემი ხერხემალი, მთავარი ძალა, ძალიან საინტერესო და გონიერი“ – თიკა ფაცაცია შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ანდრომ განათლება საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში მიიღო და კარგად საუბრობს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ის ახალგაზრდა საკალათბურთო მწვრთნელია. თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ სპორტის ამ სახეობას უთმობს, რომელთანაც მისი საქმიანობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული.

როგორც თიკა ფაცაციას ვიდეოდან ირკვევა, ანდრო ზაფხულის დღეებს საქართველოში ატარებს და აქამდე უცნობ ადგილებს ეცნობა.

შვილების ვიდეოს თიკა ტბისიდან გვიზიარებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები