კისრის მალების დარღვევებით გამოწვეულ პრობლემას არაერთი ადამიანი ებრძვის.
როგორ და რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ კისრის პრობლემა გვაქვს, ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდში ენდოკრინოლოგი, ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე საუბრობს და მოქალაქეებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.
„შეიძლება ადამიანს კისერი აბსოლუტურად არ აწუხებდეს. მოდიან პაციენტები, რომლებიც უკვე ხვდებიან, რომ მხარის სტკივათ კისრის გამო, რომ შეიძლება ხელი დაუბუჟდეთ კისრის გამო.
სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია კისრის პრობლემისგან:
მხედველობის დარღვევა;
წუილი ყურში;
თავბრუსხვევა;
უჰაერობა;
შებოჭილობის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;
ტახიკარდია, ბრატიკარდია და არითმია;
ხელების დაბუჟება, ხელების ტკივილი;
შარდვის დარღვევა“, – აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე.
❓ რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ კისრის პრობლემა გვაქვს?❓ რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ კისრის პრობლემა გვაქვს?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 11 მარტი, 2025
