LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სურთ ქალებს“ – დათო გომართელმა და ლექს-სენმა დუეტი გამოუშვეს – „ზაფხულის ჰიტია, განწყობის, კარგი ხასიათის“

310
დათო გომართელი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ დათო გომართელი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა, მსმენელს ახალი ნამუშევარი, ლექს-სენთან ერთად შექმნილი დუეტი – „რა სურთ ქალებს წარუდგინა“ და სოლოკონცერტი დააანონსა.

დათო, მოგვიყევით თქვენს სახელობით სავარძელზე, რომელიც მილანის ერთ-ერთ რესტორანში არსებობს.

ეს არის ძალიან ცნობილი და პრესტიჟული რესტორანი მილანში, სადაც დადიან ცნობილი ადამიანები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და ა.შ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მეპატრონეებთან, რომელთაც ტრადიცია აქვთ და სახელებით ალამაზებენ სკამებს, რომლებიც რესტორანშია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთი სავარძელი აირჩა ჩემთვის და დაამზადეს ჩემი სახელი და გვარი, ასე რომ, ამ რესტორანში უკვე არსებობს ჩემი სახელობითი სკამი.

როგორია შემოქმედებითი სიახლეები? მოგვიყევით სოლოკონცერტზე, რომელიც ახლახან შედგა.

სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ჩემი სოლოკონცერტი ირლანდიაში, დუბლინში. ეს კონცერტი საქველმოქმედო იყო და შეგროვებული თანხა დუბლინში ქართულ ეკლესიასა და კულტურული ცენტრისთვის შენობის შეძენას მოხმარდება. ძალიან საოცარი და გულთბილი საღამო იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. საღამო 8 მარტს ჩატარდა.

ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევარზე „რა სურთ ქალებს“.

ეს გახლავთ ძველი ჰიტი, რომლის ავტორიც ხულიო იგლესიასია. მას ამ სიმღერის 2 ვარიანტი აქვს, ერთი ესპანური და მეორე ფრანგული. ეს იყო ჩემი საყვარელი სიმღერა, რომელიც მერე, ჩემი ინიციატივით გავარემიქსე.

რაც შეეხება მეორე მომღერალს, რომელიც ამ სიმღერაში ჩავრთე, ეს არის ლექს-სენი, რადგან მინდოდა, რომ ჩვენი ხაზი, ჩვენი იდეა ყოფილიყო. ლექს-სენს ვთხოვე, რომ დაეწერა, მოემზადებინა თავისი რეპი. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოვიდა ეს დუეტი. როგორც ვიცი, ძალიან დიდი მოწონება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის ჰიტია, განწყობის, კარგი ხასიათის. რაც მთავარია სიმღერას ეწოდება – „რა სურთ ქალებს“.

დათო გომართელი & ლექსსენი – რა სურთ ქალებს

როგორია სამომავლო გეგმები, თუ არის დაგეგმილი კონცერტი?

27 მარტს კლუბ „რესპუბლიკაში“ მაქვს სოლოკონცერტი.

კიდევ რაღაც ახალს ვამზადებ, საინტერესოს. სოლო ნამუშევარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g