სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს, ასევე უკრაინის პრეზიდენტის და მისი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს დაეხმარებიან, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!” – ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა
მისი განმარტებით, „იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ მატარებელს დავეწიოთ ევროპული პოლიტიკური პროცესია საჭირო, რომელიც ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს გულისხმობს“.
პაპუნა ჯანელიძე წერს, რომ მობილიზებული ხალხის ძალა და ენერგია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისკენ და პლურალისტური პარლამენტის არჩევისკენ უნდა იყოს მიმართული.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
„რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…
იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.
ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად“, – წერს პაპუნა ჯანელიძე.
მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება