LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია ქართველებს: ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ – უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს

76
ჰრტჰრტჰრ

ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ – ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა დავით არახამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

„საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი სწორედ რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათა შორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“,- განაცხადა დავით არახამიამ.

“უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!” – ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები