LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი კანონიერ სასჯელს იხდის და საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“ – წულუკიანი არახამიას პასუხობს

159
თეა წულუკიანი, მიხეილ სააკაშვილი, დავით არახამია

„მიხეილ სააკაშვილი კანონიერ სასჯელს იხდის და საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას.

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტურს უწოდებს – რას პასუხობს უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას“

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით.

მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კალაძე: „არ მინდა, არახამიასთან პოლემიკაში შევიდე, მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას – ქართველ ხალხს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან და ამას ვერავინ შეაჩერებს“

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტური უწოდა.

არახამიამ აღნიშნულით უპასუხა „ქართული ოცნების” 11 მარტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ „უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოთქვა”.

„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ „ნორმალიზაციაზე“, მაშინ გეგმა ასეთია:

  • გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ უკრაინაში ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
  • შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს.
  • შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.
  • მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”, – ნათქვამია არახამიას განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები