„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს“, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გაერთიანდება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.
ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სა და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ALDE-ს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ არ გახდნენ „ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.
„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის“.
„ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
