LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურამიკო ჩემი პირველი სერიოზული სიყვარულია. უკვე 5 წელია, ერთად ვართ… დაოჯახებას ვგეგმავთ“ – ეკატერინე ტუღუში

2691
ეკატერინე ტუღუში

მომღერალ გურამიკო ლომიძის რჩეულთან, ეკატერინე ტუღუშთან ჟურნალი „სარკე“ ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს.

ფოტომოდელი ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.

პირადზე საუბრისას ეკატერინე ამბობს, რომ გურამიკოსგან განებივრებულია როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით.

„რა თქმა უნდა, დაოჯახებას ვგეგმავთ. ეს ჩემი პირველი სერიოზული სიყვარულია. უკვე 5 წელია, ერთად ვართ… ჩემთვის ის არის იდეალური ადამიანი. საჭირო დროს და საჭირო ადგილას მითხრა პირველად სიტყვა „მიყვარხარ“ და ამით მივხვდი ყველაფერს. ძალიან თბილი და ყურადღებიანი პიროვნებაა. მისგან განებივრებული ვარ როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მამაკაცი ყურადღებიანი უნდა იყოს. ყურადღება არ გამოიხატება იმით, რომ მხოლოდ მესიჯი მოგწეროს. ყველაფერში ყურადღებიანი უნდა იყოს, ჩემი ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, თითოეული ნაბიჯი. უნდა დამეხმაროს გეგმის განხორციელებაში, მორალურად დამიდგეს გვერდით. და მთავარი – არ უნდა შემცვალოს. უნდა მომცეს სტიმული, რომ განვვითარდე და წინ წავიდე“, – ამბობს ეკატერინე ტუღუში „სარკესთან“.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g