LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან“ – ირაკლი კობახიძე შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალს

119
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალთან, Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, თუმცა კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო მედია, მრავალი საერთაშორისო პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, სააკაშვილის მთავრობას კვლავაც აღწერს, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს“:

„დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად. 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი. მე აღვნიშნე ბევრი დანაშაული, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო დემოკრატია. მაგრამ საერთაშორისო მედია, მრავალი საერთაშორისო პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, სააკაშვილის მთავრობას კვლავაც აღწერს, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით. მე ვისაუბრე საზღვარგარეთიდან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია

„ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის“ – სოზარ სუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g