ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი სამსაბათიდან დაიწყება. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ თქვა, რომ ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება.
მისი განცხადებითვე, დღეს საღამოდან „ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.
„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას
„ფაიზერის“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ისე რთული და განსაკუთრებით ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით. ამდენად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.