LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც… მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და ახლა ძალიან ვნანობ“ – ქეთი ხატიაშვილის 3 მთავარი რჩევა

342
ქეთი ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება.

ქეთი ხშირად უზიარებს გამომწერებს თავის გამოცდილებას. ამჯერად კი ტანმოვარჯიშემ ორსულებს 3 მთავარი რჩევა მისცა:

ფოტო: მესამე შვილის მოლოდინში და შესანიშნავ ფორმაში – ქეთი ხატიაშვილი ნინო ანანიაშვილთან ერთად

„მოკლედ მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში, ოღონდ მანამდე დავწერ – მე-3 ორსულობის 31 კვირა ისე ჩქარა და შეუმჩნევლად გავიდა, რომ ბოლო 9 კვირა მინდა ნელა გავიდეს! ეს მართლაც საუკეთესო პერიოდია ქალისთვის და თან ვერ ვხსნი რატომ. რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც, პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა…

ახლა 3 მთავარი რჩევა

ივარჯიშეთ, იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.

შეაგროვეთ სამახსოვრო ფოტოები ❗️მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და ახლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კარგი იქნება

იფრინეთ და იმოგზაურეთ სპეციალური ჩულქებით❗️ ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6 საათიანი ფრენის შემდეგაც კი ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით“ – წერს ქეთი ხატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g